ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

“ილიასთვის საუკეთესო სცენარი?“ - ალექსანდრე თოფურიას მოსაზრება

როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე ილია თოფურია მსუბუქ წონაში ჩარლზ ოლივეირასთან იჩხუბებს.

როგორც ჩანს, ილიას ძმა ალექსანდრე თავისი ძმისთვის მესამე ქამარს უმიზნებს. ალექსანდრემ ამასთან დაკავშირებით, ენრიკო ხიმენესთან ისაუბრა.

ალექსანდრე:

„საუკეთესო სცენარი ილიასთვის ის იქნება, რომ ისლამმა ქვესაშუალო წონის ქამარი მოიგოს, ხოლო შემდეგ ილია მესამე ქამრისთვის იჩხუბებს.“

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ დივიზიონში ავიდა. მისი სურვილი ისლამ მახაჩევთან ბრძოლა იყო, თუმცა მახაჩევმა წონა შეიცვალა და ქამარი დათმო.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლა თბილისის დროით 29 ივნისით თარიღდება და დაახლოებით დილის 5-6 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები