ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

ცვლილებები თოფურიას სამწვრთნელო შტაბში | როგორია ილიას იდეალური სცენარი

ილია თოფურიამ და ალექსანდრე თოფურიამ ხორხე და აგუსტინ კლიმენტებთან თანამშრომლობა დაასრულეს. Marca-ს ინფორმაციით, „ელ მატადორსა“ და „კონკისტადორს“ ახალი მწვრთნელები ეყოლებათ და ცნობილია მიზეზი, რამაც ეს გადაწყვეტილება განაპირობა.

ძმები კლიმენტები ალიკანტეში მოღვაწეობენ, ილია კი მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად და მხარეებმა თანამშრომლობა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სწორედ ამიტომ შეწყვიტეს. „ელ მატადორის“ კრივის მწვრთნელი, ხავი კლიმენტი ძმებ კლიმენტებთან დაკავშირებული არაა და კვლავინდებურად თოფურიას ბანაკში რჩება.

აღნიშნული ინფორმაციიდან რამდენიმე საათში ალექსანდრეს კომენტარიც გავრცელდა. ოღონდ, „კონკისტადორმა“ საერთოდ სხვა თემაზე ისაუბრა და ილიას იდეალური მომავალი გაგვიზიარა: „იდეალური სცენარი ასეთია: ილია იგებს, ისლამი ქვესაშუალო წონაში ჯეკ დელა მადალენას ამარცხებს, შემდეგ კი მესამე საჩემპიონო ქამრისთვის ვიბრძოლებთ. ეს ისტორიული მოვლენა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე და ილია კლიმენტის კლუბთან 13 წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ. მათ ერთმანეთს წარმატება უსურვეს და არანაირი პრობლემა არ აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო ორ ბრძოლაში მალე დაიღალა“ - ოლივეირა მახაჩევს დივიზიონის შეცვლას უწონებს
„ბოლო ორ ბრძოლაში მალე დაიღალა“ - ოლივეირა მახაჩევს დივიზიონის შეცვლას უწონებს