„მერაბის წარმატებამ მოტივაცია გამიჩინა“ | ჩიტო ვერამ დვალიშვილზე ისაუბრა
მარლონ „ჩიტო“ ვერამ პრესკონფერენცია გამართა და მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „ჩიტომ“ აღნიშნა, რომ ქართველი მებრძოლი მისი შთაგონების წყაროა და „მანქანის“ წარმატება დილაობით ლოგინიდან ადგომაში ეხმარება.
„მერაბი ძალიან კარგი მებრძოლია. ისეთ ტემპში ჩხუბობს, რომ საკუთარ თავში, როგორც მებრძოლში, ეჭვი გეპარება. მან დაამტკიცა, რომ წარმატებისთვის აუცილებელი არ არის უმაღლესი დონის სტრაიკერი ან გრეპლერი იყო — დვალიშვილი საქმეს ამ ყველაფრის გარეშეც აგვარებს.
საოცარია, რასაც მერაბი აკეთებს. ის ერთ-ერთი ადამიანია, რომლის გამოც მოტივაცია გამიჩნდა. მის მაგალითზე საკუთარ თავს ვეუბნები: „მოდი, ყველაფერს დავალაგებ და ვიპოვი გზას, რომ გავიმარჯვო.“ მერაბი მაძლევს ძალას და მოტივაციას, რომ ოქტაგონში შევიდე და დავამტკიცო, ვინ არის უკეთესი — სწორედ ეს მეხმარება ლოგინიდან ადგომაში.“
ცნობისთვის, 2024 წლის მარტში ვერამ საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბა და შონ ომალისთან დამარცხდა. „ჩიტოს“ შემდეგ „შუგა“ დვალიშვილს დაუპირისპირდა და ტიტული დაკარგა. ომალის შემდეგ ვერამ მხოლოდ ერთხელ იჩხუბა და დეივისონ ფიგერედოსთან წააგო.