ლუის ენრიკე
Aa
Aa

„რთული თამაში იქნება“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ესპანელი სპეციალისტის გუნდის მომდევნო მეტოქე „სტრასბურგია“, რომელსაც პსჟ ხვალ დაუპირისპირდება.

შეკითხვა: „ტრავმებთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი უკვე წარსულშია?“

„არა. წარმოდგენა არ მაქვს, მომავალში რა მოხდება. მზად ვიქნებით, რათა პოზიტიურ და ნეგატიურ მოვლენებს საუკეთესოდ გავუმკლავდეთ. იმედი მაქვს, რაც შეიძლება ძალიან ცოტა ფეხბურთელი მიიღებს ტრავმას, მაგრამ გარანტიებს ვერ ვიძლევი.“

შეკითხვა: „ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული იქნება? მათთან მიმართებით უფრო სიფრთხილეს გამოიჩენთ?“

„ვარჯიშებისას გამოჩნდება, ფეხბურთელები რა დონეზე იმყოფებიან. ჩვენ გვყავს პერსონალი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა მოთამაშეთა ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დააყენოს. იგივე მენტალიტეტი გვაქვს, რაც სხვა მწვრთნელებს - ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გვინდა. როდესაც მოთამაშეები ბრუნდებიან და ვარჯიშებში იღებენ მონაწილეობას, ხედავ რა დონეზე იმყოფებიან.“

შეკითხვა: „რა კომპონენტებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი სტრასბურგთან? კარგი თამაშია ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ?“

„სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია. სტრასბურგი კარგი გუნდია და ძალიან კარგი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. წარმატებული შედეგებიც აქვთ და ჩვეულებრივზე რთული მატჩი იქნება. სტრასბურგი ახალგაზრდა გუნდია. გვინდა, მომდევნო სამ მატჩში სასურველი შედეგები მივიღოთ, თუმცა ყველაზე ძნელი თამაშით ვიწყებთ.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „სტრასბურგის“ მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება. პსჟ მასპინძლის რანგში იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეტევის დაგვირგვინების მაჩვენებლები | CIES-ის რეიტინგში კვარაც მოხვდა
შეტევის დაგვირგვინების მაჩვენებლები | CIES-ის რეიტინგში კვარაც მოხვდა