ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„ამას ვაჩვენებ და თავს ნაგავად იგრძნობს“ - პერეირამ ანკალაევს უპასუხა

ალექს პერეირასა და მაგომედ ანკალაევს შორის UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლის დასრულების შემდგომ, სადაც ბრაზილიელმა პირველივე რაუნდში დაამარცხა მეტოქე და ნახევარი წლის წინ დაკარგული ქამარი დაიბრუნა, დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. დაღესტნელი მებრძოლის გარემოცვის წევრები აცხადებენ, რომ ბრძოლამდე ერთი თვის განმავლობაში ანკალაევს ნეკნების ტრავმის გამო პრაქტიკულად არ უვარჯიშია და ბრაზილიელს ტრავმის ფონზე ეჩხუბა. როდესაც ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება პერეირას სთხოვეს, მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„მას რომ ჩემი დაზიანებები ვაჩვენო, თავს ნამდვილ ნაგავად იგრძნობს და ბრძოლის სურვილი აღარასოდეს გაუჩნდება. აქამდე არ ვაპირებდი ამაზე ყურადღების გამახვილებას, მაგრამ ახლა ვგეგმავ გამოვაქვეყნო სამედიცინო დასკვნა - მეეჭვება ჯანმრთელობის თვალსაზრისით ანკალაევს იმის ნახევარი სირთულეები ჰქონდეს გავლილი, რასაც მე შევეჯახე“.

შეგახსენებთ, რომ ქვემძიმე წონაში დაბრუნებული საჩემპიონო ტიტულის შემდეგ, ალექს პერეირა მძიმე წონით დივიზიონში ანაცვლებას აპირებს და მისი დიდი სურვილია ივლისში გასამართ თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჯონ ჯონსს დაუპირისპირდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პერეირას დარტყმებს შენ ვერ გაუძლებ“ - ოლივეირამ ჯონსს მიმართა
„პერეირას დარტყმებს შენ ვერ გაუძლებ“ - ოლივეირამ ჯონსს მიმართა