გარეთ ბეილი
Aa
Aa

ბეილი: „მუდამ გაკოტრების მეშინოდა“

გარეთ ბეილი სპორტული მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუებს ხშირად არ აძლევს და სხვადასხვა ღონისძიებებზეც იშვიათად ჩნდება, რის გამოც მისი მოსაზრების გაგება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ვეტერანი უელსელი ფეხბურთელი ამჯერად Front Office Sports-ის რედაქციის სტუმარი გახლდათ და შეკითხვაზე რას საქმიანობს კარიერის დასრულების შემდეგ, ასეთი პასუხი გასცა:

„კარდიფში ორ ბარს ვფლობ და მაქვს ასევე წილები უელსის ერთ-ერთ ქარხანასა და ტაიგერ ვუდსის მფლობელობის ქვეშ არსებულ გოლფის ლიგაში. ზაფხულში ვცდილობდით „კარდიფ სიტის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენას, მაგრამ მისმა პრეზიდენტმა ვინსენტ ტანმა მოლაპარაკებების გამართვაზეც უარი გვითხრა.

ფეხბურთის თამაშის დროს, გულის სიღრმეში ერთი რამის შიში მქონდა. ვკითხულობდი სტატიებს სხვადასხვა სპორტსმენების შესახებ, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ გაკოტრდნენ, რადგან მათ არ იცოდნენ დაგროვებული ფული რაში დაებანდებინათ.

მოთამაშეების უმეტესობა, როდესაც თამაშობენ, ფუფუნებაში ცხოვრობენ, მე კი ამის უფლებას საკუთარ თავს არ ვაძლევდი, რადგან მერჩივნა იმაზე მეზრუნა და მეფიქრა, როგორ მოვიქცეოდი მაშინ, როდესაც შემოსავალი ხელფასის სახით აღარ მექნებოდა“.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილმა კარიერის საუკეთესო პერიოდი მადრიდის „რეალში“ გაატარა, სადაც ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ ლა ლიგა, სამჯერ უეფას თასი, თითოჯერ კი კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო ტრანსფერი, იახტა და უცნაური ჩვევები - საინტერესო ფაქტები ფლორენტინო პერესზე
საუკეთესო ტრანსფერი, იახტა და უცნაური ჩვევები - საინტერესო ფაქტები ფლორენტინო პერესზე