კვარა სასტარტოში არ იქნება ? | დემბელემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
ლიგა 1-ის მორიგ ტურში პსჟ „სტრასბურგს’’ მიიღებს. შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში არ იყოს. L'Équipe-ს სავარაუდო სასტარტო 11-ეულში არაა: შევალიე, ზაბარნი, ჰაკიმი, პაჩო, ლუკას ერნანდესი, ვიტინია, ნჯანტუ, ზაირ-ემერი, ბარკოლა, რამუში, მბაიე.
გამომდინარე იქიდან, რომ სანაკრებო შეხვედრების შემდეგ ხვიჩამ „სტრასბურგთან'' მატჩამდე მხოლოდ ერთხელ (გუშინ) ივარჯიშა და ასევე მიმდინარე სეზონში ორი მცირე ტრავმა ჰქონდა, თავის დაზღვევის მიზნით, რომ ფეხბურთელი არ გადაიტვირთო, სკამზე ჯდომა ან ცვლილებაზე თამაში ოპტიმალური ვარიანტია.
უსმან დემბელემ პსჟ-სთან ერთად ვარჯიში განაახლა, ოქროს ბურთის მოგების შემდეგ ფრანგმა პსჟ-ს გუნდურ ვარჯიშში პირველად მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჯერ ბოლომდე მზად არაა, „სტრასბურგთან’’ სამატჩო განაცხადში არ იქნება.
გუნდურ ვარჯიშს დეზირე დუე და მარკინიოსი დაუბრუნდნენ. სავარაუდოდ, მათ სათადარიგოთა სკამზე ვიხილავთ.
Les Parisiens-ის ცნობით, „სტრასბურგთან’’ მატჩს ჟოაუ ნევეში და ფაბიან რუიზი გამოტოვებენ.
ლიგა 1-ში 7 ტურის შემდეგ პსჟ 16 ქულით პირველზეა. მეორე ადგილს „მარსელი'', „სტრასბურგი'' და „ლიონი'' 15 ქულით იკავებენ. მე-8 ტურში პსჟ - „სტრასბურგის'' მატჩი დღეს 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.