ლომინაძის აღიარება | ეშტორილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ნოდარ ლომინაძე „ეშტორილის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. პორტუგალიურმა გუნდმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ლომინაძე გამოარჩია. 23 წლის ნახევარმცველი საუკეთესოდ აგვისტოში დაასახელეს.
აგვისტოში „ეშტორილმა“ სამი შეხვედრა გამართა და „ტონდელას“, „გიმარაეშსა“ და „ესტრელას“ დაუპირისპირდა. ლომინაძე „ტონდელასთან“ გამორჩეული იყო და თანაგუნდელებს რამდენიმე კარგი მომენტი შეუქმნა. „გიმარაეშთან“ 70 წუთი ითამაშა, ხოლო „ესტრელასთან“ – 46.
View this post on Instagram
ცნობისთვის, რვა ტურის შემდეგ „ეშტორილს“ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციას იკავებს. ლომინაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს გამართავს და „ნასიონალს“ დაუპირისპირდება, რომელიც 10 ქულით მეათე ადგილზეა.
რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, ლომინაძეს პორტუგალიის ჩემპიონატში 7 მატჩი გაუმართავს და მის ანგარიშზე ორი გოლია. „ეშტორილში“ გადასვლის შემდეგ მისმა საბაზრო ღირებულებამ მოიმატა და Transfermarkt-ზე მისი ფასი 700 000 ევროა.