დიეგო მარადონა
Aa
Aa

ნარკოტიკები, საბედისწერო ფინალი და რეკორდული ტრანსფერი - მარადონას 2 წელი ბარსელონაში

მარადონას ტრანსფერი „ბარსელონაში“ იმავე შუამავალმა მოაწყო, რომელმაც 2000 წელს კლუბში 13 წლის მესი მიიყვანა. მისი სახელია ხოსე მარია მინგელია.

70-იანი წლების პირველ ნახევარში. ის „ბარსას“ მწვრთნელს, რინუს მიხელსს ეხმარებოდა, შემდეგ კი აგენტი გახდა და მთელ მსოფლიოში დადიოდა, რათა ესპანური კლუბებისთვის ფეხბურთელები გაეფორმებინა.

1977 წელს, მინგელია „არხენტინოს ხუნიორსის“ ნახევარმცველის, ხორხე ლოპესის ტრანსფერით იყო დაკავებული და მისი 16 წლის თანაგუნდელით, დიეგო მარადონათი დაინტერესდა.

„არხენტინოს ხუნიორსის“ პრეზიდენტი, პროპერო კონსოლი თავს იკავებდა დიეგოს გაყიდვისგან, მაგრამ მინგელიამ მოახერხა, რომ მარადონას ფასი დაესახელებინათ და შემდეგ „ბარსას“ მენეჯერს, ჟაუმე როსელს შეატყობინა, რომ არგენტინაში უნიკალური იუნიორი იპოვა, რომელიც სულ რაღაც 100 000 დოლარად იყო ხელმისაწვდომი.

„ბარსაში“ აგენტს თავიდან უპასუხეს, რომ ამხელა თანხას ვერ გადაიხდიდნენ იუნიორში, რომლის თამაშიც არ უნახავთ. მომდევნო წელს კლუბში ახალი პრეზიდენტი, ბასკი ხოსე ლუის ნუნიესი აირჩიეს, რომელსაც აგენტის იდეა მოეწონა. 1979 წლის დასაწყისში მინგელია, ნუნიესის მოადგილესთან ერთად არგენტინაში გაფრინდა.

საბოლოოდ, „ბარსელონა“ და „არხენტინოს ხუნიორსი“ მარადონას ტრანსფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ საქმეში ჩაერია არგენტინის სოციალური კეთილდღეობის მინისტრი, კარლოს ლაკოსტე. მან აგენტ მინგელიას განუცხადა, რომ მარადონა არგენტინას სჭირდებოდა და ქვეყანას 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე არ დატოვებდა.

დიეგო სამშობლოში დარჩა და იჯარის წესით „ბოკაში“ გადავიდა, სადაც ქვეყნის უმდიდრესი ფეხბურთელი გახდა: მან იყიდა 40 წყვილი ფეხსაცმელი, 50 იტალიური პერანგი, 2 „მერსედესი“, BMW, „ფორდი“, რამდენიმე ბინა და მიწის ნაკვეთი.

ამავდროულად, „ბოკამ“ ამოწურა ბიუჯეტი და მსოფლიო ტურნე დაიწყო – მარადონას ხარჯზე გამოიმუშავებდა, რათა მისთვისვე გადაეხადა ხელფასი. დიეგოს ყველგან ისე ხვდებოდნენ, როგორც სუპერვარსკვლავს.

დიეგო მარადონა

მოგზაურობებმა მარადონა გამოფიტა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების დროს, ნაკრების მწვრთნელმა სესარ მენოტიმ ის შვებულებაში, ლას-ვეგასში გაუშვა.

სწორედ მაშინ მინგელიამ დაარწმუნა ნუნიესი, რომ მარადონას ტრანსფერი სწრაფად გაეფორმებინა: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, დიეგოზე დიდი მოთხოვნა იქნებოდა. ის, მაგალითად, დიდი ხანია „იუვენტუსს“ უნდოდა.

მართალია, „ბოკას“ ჰქონდა მარადონას გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება და მაინც მიიღო 2.2 მილიონი დოლარი, ხოლო „არხენტინოს ხუნიორსმა“ – 5.1 მილიონი.

დიეგომ კი ხელიბმოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც „ბარსას“ მწვრთნელზე, უდო ლატეკზე, ნაკლებს, მაგრამ მსოფლიოში ყველა ფეხბურთელზე მეტს – წელიწადში 421 ათას დოლარს გამოიმუშავებდა.

როდესაც ექვსწლიანი კონტრაქტი მზად იყო, აგენტმა ხორხე სიტერსპილერმა მოითხოვა არა მხოლოდ მანქანა დიეგოსთვის, არამედ საწვავის თანხაც. ნუნიესი განრისხდა, თუმცა არ დაწვრილმანეულა, რადგან მან „კამპ ნოუს“ ტევადობა 90-დან 120 000-მდე გაზარდა და ბილეთების გასაყიდად მარადონა სჭირდებოდა.

გარდა ამისა, „ბარსას“ თასების თასი ახალი მოგებული ჰქონდა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატი რვა წელი არ ჰქონდა მოგებული და, როგორც ჩანდა, დიეგო ამ პრობლემას მოაგვარებდა.

„არ ვიცი, ძვირი ვარ თუ იაფი, მაგრამ გპირდებით, რომ მთელი გულით ვითამაშებ, რათა „ბარსასთან“ მივაღწიო იმ წარმატებებს, რასაც ის იმსახურებს“, - თქვა მარადონამ კონტრაქტის გაფორმების დღეს.

დიეგო მარადონა

როდესაც დიეგო 1982 წლის წარუმატებელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ელ-პრატის აეროპორტში ჩაფრინდა, მას მხოლოდ ათიოდე გულშემატკივარი და რამდენიმე რეპორტიორი დახვდა. მისი ჩასვლა განსაკუთრებით განსაკუთრებულად არ დაუანონსებიათ, რათა აჟიოტაჟით სხვა ფეხბურთელები არ გაეღიზიანებინათ.

მოთამაშეები ისედაც უკმაყოფილოები იყვნენ. მაგალითად, „ბარსას“ 32 წლის თავდამსხმელმა კინიმ განაცხადა, რომ არც ერთი ფეხბურთელი არ ღირს იმდენი ფული, რამდენიც მარადონაში გადაიხადეს.

თავისი თანაგუნდელების უმრავლესობის დონით მარადონა ნაკლებად იყო აღფრთოვანებული. მიაჩნდა, რომ უფრო მეტს დარბოდნენ, ვიდრე ფიქრობდნენ და „ბარსაში“ მხოლოდ ლობო კარასკოსა და ბერნდ შუსტერს გამოყოფდა.

კლასიკოში (2:0) მარადონამ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ „ბარსას“ პრეზიდენტი მაინც უკმაყოფილო იყო: „რეალთან“ გამარჯვებამ გუნდი მხოლოდ მესამე ადგილზე აიყვანა.

დიეგო მარადონა

ყველაზე მთავარი: სამაგალითო მეოჯახე ნუნიესი შოკირებული იყო ჭორებით დიეგოს სახლში გამართულ ორგიებისა და ღამის კლუბში გართობის შესახებ.

იქ მარადონა არა მხოლოდ ცეკვავდა და სვამდა ვისკის კოლასთან ერთად, არამედ ჩხუბობდა კიდეც – როდესაც სასურველ მომსახურებას ვერ იღებდა ან უშედეგოდ ეკეკლუცებოდა სხვის თანმხლებ ქალებს.

სწორედ მაშინ დაიწყო დიეგომ, მისი თქმით ნარკოტიკების მოხმარება: „ეს კოკაინის ნაგავი არ გიბიძგებს მოტივაციისკენ, არამედ დეპრესიაში გაგდებს. კოკაინი არაფერში გეხმარება, არც ფეხბურთში და არც ცხოვრებაში“ აღიარა მან წლების შემდეგ ავტობიოგრაფიაში.

ლატეკთან ერთად, ოთხ თვეში დიეგომ 16 მატჩში 11 გოლი და 10 საგოლე გადაცემა დააგროვა, ხოლო 1982 წლის დეკემბრის დასაწყისში, თამაშს გამოეთიშა „რეალ სოსიედადის“ მცველის უხეში ვარდნის შემდეგ.

1984 წლის მარტში, დიეგომ ზურგის ტკივილის გამო ვერ დაასრულა თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალი „მანჩესტერ იუნაიტედთან“.

მოედანზე პაკო კლოსისთვის ადგილის დათმობისას, მან ტრიბუნებიდან სტვენა გაიგო და სათადარიგოთა სკამთან მისვლის გარეშე, გასახდელში წავიდა, სადაც სიტერსპილერს ეწუწუნებოდა: „რატომ უნდა შევწირო თავი, თუ ასე მექცევიან?!“

შინ 2:0-ის შემდეგ, „ბარსამ“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სტუმრად 0:3 წააგო, ლა ლიგაში მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა და ისევ ესპანეთის თასის ფინალში გავიდა, სადაც ჩემპიონი – „ატლეტიკ ბილბაოს“ შეხვდა.

ბასკები ისევ უხეშობდნენ და 1:0 გაიმარჯვეს. ფინალური სასტვენის შემდეგ, ჩხუბი ატყდა, პოლიციელები კი მარადონას მეგობრებს სცემდნენ, რომლებიც მოედანზე გარბოდნენ.

„თუ ეს იყო ფეხბურთი, მაშინ ფეხბურთი მკვდარია“, – ასე შეაფასა მენოტიმ მომხდარი. მარადონა, კლოსი და „ატლეტიკ ბილბაოს“ სამი მოთამაშე 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

დიეგო მარადონა

1984 წლის გაზაფხულზე, მარადონამ ნუნიესს ტოქსიკური ურთიერთობის შეწყვეტა სთხოვა. პრეზიდენტმა უარი განაცხადა – ორი სეზონის უდიდესი გამარჯვების გარეშე დიეგოს გაყიდვას, პირად მარცხად მიიჩნევდა: მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე რეკორდულ ფასად იყიდა, გუნდში კი სიტუაცია გაუარესდა.

მაგრამ წარუმატებელი ინვესტიციებისა და სხვა გიჟური ხარჯების გამო, მარადონა ვალებში ჩაეფლო და 1984 წლის ზაფხულისთვის სასიცოცხლოდ სჭირდებოდა ტრანსფერი. სიტერსპილერმა გეგმა შეიმუშავა: ნუნიესის ისე გაბრაზება, რომ აუცილებლად გაეშვა მარადონა.

როდესაც დიეგომ სამთვიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო, პრეზიდენტმა გაიაზრა, რომ თანამშრომლობის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა.

დარჩენილი იყო მოლაპარაკებების ოსტატურად წარმართვა და მარადონასთვის მაქსიმალური თანხის მიღება, ამიტომ „ნაპოლის“ ვიცე-პრეზიდენტი, ჟოან გასპარი, ესაუბრა, რომელიც მარადონას გაყიდვას კლუბში ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა.

საბოლოოდ, იტალიურმა კლუბმა მარადონას სანაცვლოდ კატალონიელებს, 10,5 მილიონი დოლარი გადაუხადა, რაც იმ დროისთვის სარეკორდო თანზა იყო.

დიეგო მარადონა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნარკომაფიასთან კავშირის ბრალდება და გამართლება 17 წლის შემდეგ - პადოვანოს ისტორია
ნარკომაფიასთან კავშირის ბრალდება და გამართლება 17 წლის შემდეგ - პადოვანოს ისტორია