„მინდორზე ვარჯიში განაახლა“ - უოტფორდის მწვრთნელმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის ქართველ ნახევარმცველზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა, რომელიც ფეხის თითის მოტეხილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.
რა თქვა გრასიამ:
„გიორგი ჩაკვეტაძე მინდორზე ვარჯიშობს და არანაირი პრობლემა ან შეფერხება არ დაფიქსირებულა. ანტიგრავიტაციულ სარბენ ბილიკზე ვარჯიშის შემდეგ ის უკვე მოედანს დაუბრუნდა და აგრძელებს რეაბილიტაციას ფეხის თითის მოტეხილობის შემდეგ“, - განაცხადა გრასიამ.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ბოლოს გასულ სეზონში, 5 აპრილს „ბრისტოლის“ წინააღმდეგ ითამაშა და მას შემდეგ ტრავმის გამო უქმობს
ცნობისთვის, ჩემპიონშიფის 9 ტურის შემდეგ „უოტფორდს“ 12 ქულა აქვს და მე-11 პოზიციას იკავებს. „კრაზანები“ მომდევნო შეხვედრას 18 ოქტომბერს სტუმრად, „შეფილდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ხავი გრასიას „უოტფორდში“ დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი იქნება. ესპანელი სპეციალისტი „კრაზანებს“ 2018–2019 წლებშიც წვრთნიდა.