„სენტ-ეტიენში ბედნიერი ვარ და მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ“ - დავითაშვილი
„სენტ-ეტიენის“ ქართველმა შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა „ლე მანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა ზურიკომ:
„ზაფხულში რამდენიმე მატჩი გამოვტოვე, მაგრამ ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ. იმედია, უახლოეს მატჩებში ამას ყველა დაინახავს და შევძლებ გუნდის დახმარებას, როგორც ეს „მონპელიესთან“ მატჩში მოხდა.
„სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელი ვარ, აქ თავს კარგად ვგრძნობ და მინდა, კლუბისთვის მაქსიმუმი გავაკეთო. არ ვაქცევ ყურადღებას იმას, რაც პრესაში იწერება, მხოლოდ ფეხბურთზე ვარ ფოკუსირებული“.
ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში 8 მატჩში 4 გოლით გამოიჩინა თავი. 9 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 20 ქულით „ტრუასთან“ და „პოსთან“ ერთად სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციას იყოფს.
აქვე გეტყვით, რომ „სენტ-ეტიენი“-„ლე მანის“ მატჩი 18 ოქტომბერს თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.