ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

პირველი წრის სიმბოლური ნაკრები | ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილი გამოარჩიეს

ავსტრიის ბუნდესლიგის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელებში გამოკითხვა ჩაატარა და პირველი წრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ტოპ 11-ში ქართველი ფეხბურთელი მოხვდა და ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილი გამოარჩიეს.

პირველი წრის სიმბოლური ნაკრები: ლუკას იუნგვირთი („ლასკი“), ანდრეს ანდრადე („ლასკი“), ნენად ცვეტკოვიჩი („რაპიდი“), პოლ-ფრიდრიხ კოლერი („ალტახი“), საშა ჰორვატი („ლასკი“), დეიან ზუკიჩი („ვოლფსბერგერი“), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“), რამიზ ჰარაკატე („გრაცერი“), კერიმ ალაიბეგოვიჩი („ზალცბურგი“), ელიას ჰაველი („ჰარტბერგი“), კინგსტონ მუტანდვა („რიდი“).

ცნობისთვის, ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ოთარმა ევროპა ლიგაზეც გამოიჩინა თავი და 5 შეხვედრაში ორი ბურთი შეაგდო.

გეტყვით იმასაც, რომ 17 ტურის შემდეგ „შტურმს“ 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. გრაცელები ლიდერ „ზალცბურგს“ ოთხი ქულით, ხოლო მეორეადგილოსან „ლასკს“ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული წარმატება | მეტელკინასა და ბერულავას წყვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
ისტორიული წარმატება | მეტელკინასა და ბერულავას წყვილი ევროპის ჩემპიონი გახდა