ისტორიული წარმატება | მეტელკინასა და ბერულავას წყვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში, ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს, სპორტულ წყვილთა კატეგორიაში მოასპარეზე ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა და ბერულავა პირველ ადგილს იკავებდნენ და ყინულზე ბოლოს გავიდნენ. თავისუფალ პროგრამაში მათ ბრწყინვალე გამოსვლა აჩვენეს და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე, სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა.
მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინასა და ბერულავას წყვილს 75.96 ქულა ჰქონდა. თავისუფალ პროგრამაში მათ 139.8 ქულა დაისაკუთრეს - 73.76 ტექნიკურ ელემენტებში, 67.04 პრეზენტაციაში, ერთი ქულა კი დააკლეს. საბოლოოდ, მათ 215.76 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე გასულ გერმანულ დუეტს თითქმის 12 ქულით გაასწრეს.
????????#EuroFigure ????Pairs • Final Resultshttps://t.co/VaCYFthaMt
— SkatingScores (@SkatingScores) January 15, 2026
????????????Metelkina / Berulava 215.76
????????????Hase / Volodin 203.87
????????????Pavlova / Sviatchenko 202.56
4.????????Hocke / Kunkel 188.27
5.????????Vouillamoz / Bouvart 183.31
6.????????Ghilardi / Ambrosini 174.31
7.????????Vaipan-Law / Digby 173.52… pic.twitter.com/xHbQm4dprS
ცნობისთვის, ხვალ რიტმული ცეკვებისა და ქალი მოციგურავეების დღეა. საქართველოს სახელით, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი გამოვლენ, დღეს კი ანასტასია გუბანოვა დაასრულებს.