AS: გიულერისა და მასტანტუონოს მიმართ რეალი ნდობას კარგავს
„რეალში“ არდა გიულერისა და ფრანკო მასტანტუონოს თამაშით უკმაყოფილოები არიან.
გამოცემა As-ი ამტკიცებს, რომ კლუბში ყურადღებით აკვირდებიან ორივე ფეხბურთელის თამაშს და მიიჩნევენ, რომ ისინი ისე ვერ ვითარდებიან, როგორც ამას მოელოდნენ.
გუნდში ფიქრობენ, რომ თურქი ნახევარმცველისთვის შერჩეული როლი მისთვის ჯერჯერობით შეუსაბამოა. „ის ახლოსაც კი არ არის იმ თამაშთან, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ახალი ლუკა მოდრიჩი გახდეს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პოზიტიური სიგნალებიც, საპასუხისმგებლო მომენტებში გიულერის თამაშის დონე შეშფოთებას იწვევს.
თუმცა „რეალს“ კიდევ უფრო მეტად მასტანტუონოს გამოსვლები ადარდებს. ფრანკო ძირითადი შემადგენლობისთვის გაიფორმეს, თუმცა სამწვრთნელო შტაბმა წარუმატებელი მატჩების ფონზე მის მიმართ რწმენა დაკარგა.
ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ორივე მოთამაშის ადგილი გუნდში ახლა საფრთხის ქვეშაა.