გიორგი ჩაკვეტაძე, ხავი გრასია
Aa
Aa

„თავს უკეთ გრძნობს“ | უოტფორდის მწვრთნელმა ჩაკვეზე ისაუბრა

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. „კრაზანების“ თავკაცმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი თავს უკეთ გრძნობს და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

„გიორგი უკეთაა, თავს უკეთ გრძნობს. ბოლო კვირაში დავიცავით, რადგან რამდენიმე დღე დასვენება სჭირდებოდა. თუმცა, ამ კვირაში უკვე გუნდთან ერთად იმყოფებოდა და მუშაობდა. ამ მომენტში გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდს გადიან. სხვას ვერაფერს გეტყვით.“

ცნობისთვის, ტრავმის ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ „ჩაკვე“ მოედანს ნოემბერში დაუბრუნდა და „პრესტონთან“ მოედანზე ცვლილებაზე შევიდა. გიორგიმ ასოციაციის თასზე, „ბრისტოლ სიტისთან“ ვერ ითამაშა. ქართველ ფეხბურთელს ტრავმა ან რაიმე სახის დაზიანება არ აქვს. უბრალოდ, „უოტფორდის“ სამწვრთნელო შტაბი მის მიმართ სიფრთხილეს იჩენს, რადგან ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა.

გეტყვით იმასაც, რომ 25 ტურის შემდეგ „უოტფორდს“ 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს. „კრაზანები“ მომდევნო შეხვედრას 17 იანვარს „მილუოლს“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარჯვენა ფლანგზე მეტი სიმძლავრე გვჭირდება | ჰამბურგის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე
მარჯვენა ფლანგზე მეტი სიმძლავრე გვჭირდება | ჰამბურგის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე