გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

მარჯვენა ფლანგზე მეტი სიმძლავრე გვჭირდება | ჰამბურგის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე

გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგში“ კვლავ აგრძელებს ბრძოლას მარჯვენა ფლანგზე ადგილის დასამკვიდრებლად სამკაციან კონკურენციაში. პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა მერლინ პოლცინმა ხაზი გაუსვა ქართველის მაღალ ინტენსივობას, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ვილიამ მიკელბრენსისი და ბაკერი ჯატას სახით მას განსხვავებული პროფილის რამდენიმე ვარიანტი აქვს.

პოლცინმა განმარტა, რომ მარჯვენა ფლანგის დაკომპლექტება დიდწილად თამაშის სტილზეა დამოკიდებული. „თუ უფრო ღრმად ვიცავთ თავს, შესაძლოა არჩევანი უფრო მეტად მცველზე შეჩერდეს. თუ შეტევითი ძალის გაზრდა გვსურს, ეს სხვა მოთამაშე იქნება“, — განაცხადა „ჰამბურგის'' მთავარმა მწვრთნელმა. ამ კონტექსტში მან ასევე მიუთითა იმაზე, რომ პირველ წრეში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე მარჯვენა ფლანგიდან საგოლე საფრთხეები გასაუმჯობესებელია. საჭიროა „მეტი სიმძლავრე და მეტი გარღვევა საჯარიმოსკენ“.

პოლცინის თქმით, გოჩოლეიშვილი სწორედ ამ დეტალებზე მუშაობს, რათა „ნაკლები სათამაშო დროიდან კვლავ მეტი სარგებელი მიიღოს, მცირე დროში უფრო მეტად პროდუქტიული იყოს“. შაბათს (15:30 საათზე) „გლადბახის'' წინააღმდეგ გასამართი საშინაო მატჩისთვის პოლცინმა ღიად დატოვა საკითხი, თუ რომელი პროფილი იქნება გადამწყვეტი. საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ელემენტი გახდება საჭირო თამაშის მსვლელობისას.

გოჩოლეიშვილმა, რომელიც „შახტარის’’ საკუთრებაა და „ჰამბურგში’’ ერთწლიანი იჯარით თამაშობს, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა (8 სასტარტოში). როცა ჯანმრთელია და დისკვალიფიცირებული არაა, ყოველთვის თამაშობს, თუმცა ბოლო მატჩებში სასტარტო 11-ში ადგილი დაკარგა და მეტწილად ცვლილებაზე გამოდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულიაშვილის დებიუტი ბარსელონასთან - რასინგი თასიდან გავარდა
გულიაშვილის დებიუტი ბარსელონასთან - რასინგი თასიდან გავარდა