გოგა ბითაძე, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო
Aa
Aa

ბითაძის 5 ქულა | ორლანდო 20 ქულით აგებდა, მაგრამ მაინც მოიგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. NBA Global Games-ის ფარგლებში „მეჯიქი“ ბერლინს ესტუმრა, სადაც „მემფის გრიზლისს“ დაუპირისპირდა. მეორე მეოთხედში „ორლანდო“ 20 ქულით აგებდა, მაგრამ თამაში შემოატრიალა — 118:111.

ქართველმა ცენტრმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 12 წუთი და 22 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ბითაძემ 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა, სამივე მოხსნა კი მეტოქის ფარზე ჰქონდა.

„ორლანდოს“ რიგებში ორმაგი დუბლით პაოლო ბანკერო გამოირჩა — 26 ქულა, 13 მოხსნა. ენტონი ბლექმა 21 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო ფრანც ვაგნერმა 18 ქულა გაიფორმა. „მემფისის“ რიგებში 30 ქულით საუკეთესო ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი იყო, სანტი ალდამას კი 18 ქულა ჰქონდა.

 ამრიგად, „ორლანდოს“ 23 მოგება და 18 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებს. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას კვლავ „გრიზლისის“ წინააღმდეგ გამართავს, ოღონდ ამჯერად „მემფისს“ ლონდონში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შემიძლია ახლავე დავურეკო და ბრძოლას დათანხმდება“ | დენამ მერაბზე ისაუბრა
„შემიძლია ახლავე დავურეკო და ბრძოლას დათანხმდება“ | დენამ მერაბზე ისაუბრა