„შემიძლია ახლავე დავურეკო და ბრძოლას დათანხმდება“ | დენამ მერაბზე ისაუბრა
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა, Complex News-თან მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. დენამ „მანქანა“ შეაქო და განაცხადა, რომ ქართველი მის ორგანიზაციაში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მებრძოლია.
— 2025 წელს მერაბმა მილიონჯერ იჩხუბა. საბოლოოდ, საჩემპიონო ქამარი დაკარგა. დასვენების საშუალებას მისცემთ თუ გინდათ, რომ ოქტაგონში მალე დაბრუნდეს?
„ეს ყველაფერი დვალიშვილზეა დამოკიდებული. მერაბმა პაუზა უნდა აიღოს და დაისვენოს. ეს ბიჭი ნამდვილი ცხოველია. 100 პროცენტით ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მებრძოლია. შემიძლია, ახლავე დავურეკო, ვუთხრა, რომ მინდა, Paramount-ის მომდევნო ღონისძიებაზე იჩხუბოს (თებერვალში) და ამას აუცილებლად გააკეთებს.“
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. „მანქანამ“ განაცხადა, რომ რემატჩის მიღება სურს და UFC-მა უთხრა, რომ საჩემპიონო ბრძოლის მომდევნო კანდიდატია.