„თუ ეს არ გესმის, დიდხანს ვერ გაჩერდები“ - ზიდანი რეალში მუშაობაზე
ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალში“ თავისი სამწვრთნელო მიდგომის შესახებ ისაუბრა და მოკლედ ახსნა, თუ როგორ უნდა მართო მსგავსი დიდი გუნდი.
„მადრიდის „რეალში“ ჩვენ ყოველთვის ხელმისაწვდომნი ვიყავით ფეხბურთელებისთვის. ჩემი აზრით, სწორედ ეს ხდის გუნდს ძლიერს - შენ მოთამაშის გვერდით უნდა იყო. თუ ეს არ გესმის, ამ პროფესიაში დიდხანს ვერ გაჩერდები.
ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ. უნდა აჩვენო, რომ ყოველთვის მათთან ხარ. იმისათვის, რომ გასახდელმა მიიღოს ის, რისი დანერგვაც გსურს, მოთამაშეები შენს მხარეს უნდა განაწყო. თუ ფეხბურთელები არ ეთანხმებიან ყველაფერს, რასაც სთავაზობენ - იქნება ეს ვარჯიშები თუ დატვირთვები, მაშინ გუნდს ყოველთვის რაღაც დააკლდება.
ვფიქრობ, ჩვენთან ერთად ისინი პროცესისგან სიამოვნებას ყველა დონეზე იღებდნენ.
„რეალს“ 2014 წელს შევუერთდი. 2016 წლის 3 ან 4 იანვარს მუშაობა პირველ გუნდთან დავიწყე. ჩემთვის ყველაფერი სწრაფად მოხდა - ექვს თვეში, ბუმ! და უკვე პირველ გუნდში აღმოვჩნდი. გადასვლა ბუნებრივად მოხდა. ეცნობი გასახდელს, იცი, როგორ მოქმედებენ ფეხბურთელები... დასაწყისში ბევრს ვმუშაობდით: სამშაბათობით დილის 9 საათზე მივდიოდით და ღამის 11-ზე ვბრუნდებოდით. ყველაფერს ვამზადებდით. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გვყავდა. როცა მოთამაშეებს უყურებდი, საკუთარ თავს ეუბნებოდი: „თუ კარგად ვიმუშავებთ, შეგვიძლია რაღაც არაჩვეულებრივი გავაკეთოთ“. და ზუსტად ასეც მოხდა“.
- განაცხადა ზიდანმა Marca-სთან საუბრისას.