გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

ჩვენ რაღაც განსაკუთრებული გვაქვს | გულიაშვილი ბარსასთან დებიუტის შემდეგ

ესპანეთის თასზე „ბარსელონასთან“ გამართული დაძაბული მატჩის შემდეგ „რასინგის“ ქართველმა შემტევმა, გიორგი გულიაშვილმა, მედიასთან შეხვედრისას იმედგაცრუება და სიამაყე ერთდროულად გამოხატა. მიუხედავად მარცხისა, გულიაშვილი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა მთელ ესპანეთს საკუთარი ძალა და პოტენციალი აჩვენა.

მატჩის დასრულებისთანავე, Sporty TV-სთან საუბრისას, გულიაშვილმა აღიარა, რომ მსოფლიო დონის გრანდთან დაპირისპირება რთული გამოწვევა იყო: „ბარსელონა ტოპ გუნდია და მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მძიმეა, თუმცა ვფიქრობ არაერთი დიდებული შანსი გვქონდა გოლის გასატანად. შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით“.

ჟურნალისტმა სარა პორარიამ ხაზი გაუსვა გუნდის თავდადებას: „თქვენ მოედანზე ყველაფერი დატოვეთ“. გულიაშვილმა კი დასძინა, რომ ამ მატჩით მათ დაამტკიცეს: „ჩვენ გვაქვს რაღაც განსაკუთრებული, როგორც გუნდს“.

ინტერვიუში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო „რასინგის“ ქომაგებს, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში არ წყვეტდნენ მხარდაჭერას.

„ატმოსფერო სტადიონზე წარმოუდგენელი იყო. გულშემატკივრები პირველიდან ბოლო წუთამდე გვამხნევებდნენ. მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის“, — აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა.

მიუხედავად იმისა, რომ თასის გათამაშებას გუნდი გამოეთიშა, გულიაშვილი ოპტიმისტურად უყურებს მომავალს. მისი თქმით, მთავარი მიზანი უცვლელი რჩება — გუნდის დაწინაურება ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში.

„მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ახალი ვარ, კარგად ვიცი ჩვენი გეგმები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავეხმარო გუნდს ლა ლიგაში გადასვლაში. დარწმუნებული ვარ, წინ უკეთესი დღეები გველის“, — განაცხადა გულიაშვილმა.

შეგახსენებთ, სამეფო თასზე „რასინგი'' შინ „ბარსასთან'' 0:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა (იხილეთ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულიაშვილის დებიუტი ბარსელონასთან - რასინგი თასიდან გავარდა
გულიაშვილის დებიუტი ბარსელონასთან - რასინგი თასიდან გავარდა