გია ნადარეიშვილი
Aa
Aa

მორიგი ქართველი სლოვაკეთში | ნადარეიშვილმა 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი გია ნადარეიშვილი კარიერას სლოვაკურ „ტრენჩინში’’ გააგრძელებს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 20 წლის ნახევარმცველმა კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პროფესიულ კარიერამდე ფოთის „კოლხეთის,'' „ეგრისი სენაკისა'' და თბილისის „დინამოს'' აკადემიაში გამოდიოდა. 2023 წელს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მარტვილის „მერანის’’ შემადგენლობაში 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2024 და 2025 წლებში „გაგრას’’ შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 52 მატჩი ჩაატარა, 3 საგოლე პასი შეასრულა.

სლოვაკეთში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: გურამ კაშია (სლოვანი), გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა ხორხელი (ორივე სპარტაკ ტრნავა), გიორგი გაგუა, ცოტნე კაპანაძე (ორივე დუნაისკა სტრედა), სანდრო ნარიმანიძე (ჟილინა), თორნიკე ძოწენიძე (მიხალოვცე). ნადარეიშვილი რიგით მე-8 ქართველი ლეგიონერია სლოვაკეთში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„100%-ით მზად არის“ - სპორტინგის მწვრთნელი ქოჩორაშვილზე
„100%-ით მზად არის“ - სპორტინგის მწვრთნელი ქოჩორაშვილზე