ნიკოლა იოკიჩი, ლუკა დონჩიჩი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

MVP-ის ჯილდოს პრეტენდენტები | იოკიჩმა პირველობა დაკარგა

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ MVP-ის ჯილდოს პრეტენდენტთა რეიტინგი განაახლა. პირველ საფეხურზე „ოკლაჰომას“ მცველი შეი გილჯეს-ალექსანდერია, რომელმაც „დენვერის“ ტრავმირებულ ცენტრს, ნიკოლა იოკიჩს გადაასწრო.

მესამე ადგილზე „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩია, რომელმაც პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა. მეოთხე ადგილზე „სან ანტონიო სპურსის“ ლიდერი ვიქტორ ვემბანიამაა, რომელიც წინა რეიტინგში მეხუთე იყო.

„ბოსტონის“ კალათბურთელი ჯეილენ ბრაუნი მეხუთე ადგილზეა. მეექვსე ადგილზე ისევ „დეტროიტის“ ლიდერი კეიდ კანინგემია, მეშვიდეზე „მინესოტას“ მცველი ენტონი ედვარდსი (+1), მერვეზე - ტაირიზ მაქსი („ფილადელფია“, +1), მეცხრეზე - ჯეილენ ბრანსონი („ნიუ იორკ ნიქსი“, -2), მეათეზე კი ჯამალ მიურეი („დენვერი“) არიან.

ცნობისთვის, გილჯეს-ალექსანდერმა ბოლო მატჩში 20 ქულა ჩააგდო, „ოკლაჰომამ“ კი „ჰიუსტონს“ 111:91 მოუგო. რაც შეეხება იოკიჩს, ის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის და პარკეტზე თვის ბოლოს უნდა დაბრუნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის 5 ქულა | ორლანდო 20 ქულით აგებდა, მაგრამ მაინც მოიგო
ბითაძის 5 ქულა | ორლანდო 20 ქულით აგებდა, მაგრამ მაინც მოიგო