სკოტი პიპენი
Aa
Aa

„50 მატჩს თამაშობენ და 82-ისთვის ითხოვენ ხელფასს“ - პიპენი თანამედროვე NBA-ზე

„ჩიკაგო ბულსის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა, სკოტი პიპენმა თანამედროვე კალათბურთელები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოთამაშეებს ახლა NBA-ის ხელმძღვანელობაზე უფრო მეტი გავლენა აქვთ.

„თანამედროვე კალათბურთელებს თავიანთი საქმის გაკეთებას ვეღარ აიძულებ. სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ მოთამაშეებს მხოლოდ 50 მატჩის ჩატარება სურთ, ხელფასს კი 82 მატჩისთვის ითხოვენ.

გულშემატკივრებს კალათბურთი ძალიან კარგად ესმით. ისინი მთელი კვირა მუშაობენ, რომ შემდეგ უქმეებზე საყვარელი გუნდის მატჩს დაესწრონ. ამ დროს ზოგიერთი მოთამაშე არა თუ არ თამაშობს, არამედ დარბაზში გუნდის ფორმითაც კი არ ზის.

ამისთვის ზოგავს გულშემატკივარი თავის ფულს? რომ მივიდეს და საყვარელი კალათბურთელი სათადარიგოთა სკამზე ნახოს? მოთამაშეები ძალიან მგრძნობიარეები გახდნენ. მათ არ მოსწონთ გულშემატკივრების რეაქცია. მოთამაშეები და გულშემატკივრები ერთმანეთს დაშორდნენ, რაც ძალიან ცუდია. თუ რომელიმე გულშემატკივარი კალათბურთელისთვის უსიამოვნო რამეს იტყვის, მას მაშინვე დარბაზიდან აძევებენ“.

შეგახსენებთ, რომ პიპენმა „ჩიკაგოში“ 11 სეზონი გაატარა და „ხარებთან“ ერთად 6-ჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შანსს ყოველთვის იყენებს“ | რა თქვა ორლანდოს მწვრთნელმა ბითაძეზე
„შანსს ყოველთვის იყენებს“ | რა თქვა ორლანდოს მწვრთნელმა ბითაძეზე