ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

ოთხჯერ გაზრდილი ხელფასი - ინფანტინოს შემოსავლები გასაჯაროვდა

ფიფაში მომუშავე ადამიანების, მეტადრე კი ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის შემოსავლები ღია და გამჭვირვალე არასოდეს ყოფილა, თუმცა ბოლო პერიოდში სიტუაცია შეიცვალა და ფუნქციონერები უბრალოდ იძულებულნი არიან როგორც საკუთარი ხელფასის, ასევე ბონუსების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ. ეს ყველაფერი იმ კორუფციულმა სკანდალმა განაპირობა, რომელშიც რამდენიმე წლის წინ ზეპ ბლატერი გაეხვა და ახლა მისი შემცვლელის ანაზღაურება ყველას ძალიან აინტერესებს.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Monde-ს ცნობით, 2016 წლიდან ანუ, მას შემდეგ რაც ფიფას პრეზიდენტად დაინიშნა, ჯანი ინფანტინოს ხელფასი 4-ჯერ გაიზარდა და 6,133 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან იტალიელი ფუნქციონერის საბაზისო ანაზღაურება 2,954 მილიონს შეადგენს, 1,874 მილიონს ბონუსის სახით იღებს, 1,148 მილიონი სხვა კომპენსაციების სახით ერიცხება, ხოლო 155 ათასი საპენსიო ხარჯებისთვის.

ცნობისათვის, ათი წლის წინ, როდესაც ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ზეპ ბლატერი შეცვალა, მისი წლიური ანაზღაურება მხოლოდ 1,5 მილიონს შეადგენდა. აქვე გეტყვით, რომ მხოლოდ 2022 წლის კატარის მუნდიალიდან შემოსავლის სახით მან 1,77 მილიონი ევრო მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა, მომავალში თავდამსხმელი წინ იყოს“, - თამაშგარის წესი იცვლება?
„შესაძლოა, მომავალში თავდამსხმელი წინ იყოს“, - თამაშგარის წესი იცვლება?