კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი
Aa
Aa

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები | კრიშტიანუ პირველია, მესი - მესამე

ავტორიტეტულმა გამოცემამ, Sportico-მ, 2025 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები დაასახელა. პირველ ადგილს „ალ-ნასრის“ სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ იკავებს. Sportico-ს მიხედვით, შარშან რონალდუს ხელფასმა 200 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სპონსორებისგან მიღებულმა თანხამ — 60 მილიონი. საბოლოოდ, პორტუგალიელმა 260 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მეორე ადგილზე თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, კანელო ალვარესი იმყოფება. მექსიკელის ჰონორარმა 125 მილიონი დოლარი შეადგინა, სპონსორებისგან მიღებულმა თანხამ — 12 მილიონი (ჯამში 137 მილიონი დოლარი).

ლიონელ მესი მესამე პოზიციას იკავებს — 130 მილიონი დოლარით. „ლა პულგამ“ „ინტერ მაიამისგან“ 60 მილიონი მიიღო, სპონსორებისგან — 70 მილიონი. არგენტინელი სუპერვარსკვლავის შემდეგ ბეისბოლის მოთამაშე, ხუან სოტო მოდის. „ნიუ იორკ მეცის“ წარმომადგენლის ხელფასი 122.2 მილიონი დოლარი გახლდათ, სპონსორებისგან მიღებული თანხა — 7 მილიონი.

ხუთეულს ლებრონ ჯეიმსი ასრულებს. „მეფემ“ ჰონორარის სახით 48.7 მილიონი მიიღო, სპონსორებისგან — 80 მილიონი.

მეექვსე ადგილი: კარიმ ბენზემა — 115 მილიონი (110 მილიონი ხელფასი, 5 მილიონი სპონსორები).

მეშვიდე ადგილი: სტეფ კარი — 105.4 მილიონი (55.4 მილიონი ხელფასი, 50 მილიონი სპონსორებისგან).

მერვე ადგილი: შოჰეი ოჰტანი — 102.5 მილიონი (2.5 მილიონი ხელფასი, 100 მილიონი სპონსორებისგან).

მეცხრე ადგილი: კევინ დურანტი — 100.8 მილიონი (50.8 მილიონი ხელფასი, 50 მილიონი სპონსორებისგან).

მეათე ადგილი: ჯონ რამი — 100.7 მილიონი (84.7 მილიონი ხელფასი, 16 მილიონი სპონსორებისგან).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარჯვენა ფლანგზე მეტი სიმძლავრე გვჭირდება | ჰამბურგის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე
მარჯვენა ფლანგზე მეტი სიმძლავრე გვჭირდება | ჰამბურგის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე