ჩემპიონი დებიუტანტით იწყებს - 2026 წლის კალენდარი ცნობილია
Aa
Aa

ჩემპიონი დებიუტანტით იწყებს - 2026 წლის კალენდარი ცნობილია

საქართველოს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2026 წლის კალენდარი ცნობილია. ჩვენი ქვეყნის წლევანდელი პირველობა სტარტს 28 თებერვალს ორი შეხვედრით აიღებს - გახსნით მატჩში ბოლო ორი გათამაშების უცვლელი ჩემპიონი „იბერია 1999“ საკუთარ სტადიონზე ლიგის დებიუტანტს, ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლებს, ხოლო მოგვიანებით ქუთაისში „ტორპედოს“ მეტოქე კიდევ ერთი დებიუტანტი „სპაერი“ იქნება. რაც შეეხება პირველი ტურის დარჩენილ პაექრობებს, 1 მარტს  „დინამო თბილისი“ – „დინამო ბათუმი“ და „დილა“ – „რუსთავი“, ხოლო 2 მარტს „გაგრა“ – „სამგურალია“ ჩანიშნული.

წლევანდელი გათამაშება გამორჩეული იქნება იმ ფაქტით, რომ ექვსწლიანი პაუზის შემდეგ Crystalbet ეროვნულ ლიგას „რუსთავი“ დაუბრუნდა. ქვემო ქართლის მთავარი კლუბის ხელმძღვანელობას რომ დიდი გეგმები აქვს, ამის თაობაზე ბოლო პერიოდში არაერთხელ გაცხადდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ კახეთს უმაღლეს ლიგაში წარმომადგენელი აღარ დარჩა, რადგან როგორც „თელავი“, ასევე „გარეჯი“ ქვედა დივიზიონში დაქვეითდნენ.

ცნობისათვის, წინა სეზონებთან შედარებით ზაფხულის პაუზა Crystalbet ეროვნულ ლიგაში შემცირებულია - კლუბები შესვენებაზე 24 ივნისს ჩატარებული XIX ტურის შემდეგ გავლენ და გათამაშება XX ტურის მატჩებით 8 აგვისტოს განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერელიძე სამგურალში ითამაშებს | დინამომ 19 წლის საყრდენი გაანათხოვრა
ბერელიძე სამგურალში ითამაშებს | დინამომ 19 წლის საყრდენი გაანათხოვრა