„ამაში ეჭვი მეპარება“ - პერეირას ანკალაევის ტრავმის არ სჯერა
ალექს პერეირა არ მიიჩნევს რეალურად იმ ინფორმაციას, რომ თითქოს მაგომედ ანკალაევმა მასთან რემატჩის წინ ტრავმა მიიღო, რომელიც რუსისთვის ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.
„მე ყოველთვის ტრავმებით ვიბრძოდი. ანკალაევი ლაპარაკობს რაღაც გატეხილ ნეკნზე ან სხვა რამეზე, მაგრამ მას რომ ენახა ჩემი ტრავმები - ახლავე ცუდად გახდებოდა. ის საერთოდ არ მოინდომებდა ოქტაგონზე დაბრუნებას, იტყოდა: „რას ვაკეთებ საერთოდ ამ ორგანიზაციაში?“ და წავიდოდა! მე არც არაფერს ვიტყვი, მაგრამ მზად ვარ მასთან ვიკამათო: მე ვაჩვენებ ჩემს სამედიცინო შედეგებს, მან კი აჩვენოს თავისი, და ვნახოთ, ვის რა აქვს. ეჭვი მეპარება, რომ ამ ბიჭმა ის გაიარა, რაც მე გამოვიარე“.
– განაცხადა ბრაზილიელმა Connect Cast-ის პოდკასტში.
მაგომედ ანკალაევის გუნდის ინფორმაციით, სავარჯიშო კემპის ბოლო სამი კვირის განმავლობაში რუსი მებრძოლი სრულფასოვნად ვერ ემზადებოდა და ამის მიზეზი ნეკნის მოტეხილობა იყო. და იდგა საკითხი სატიტულო ბრძოლიდან მოხსნის შესახებ.
პერეირამ, რომელმაც საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა, ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრძოლისას ფეხი მოიტეხა და ოქტაგონს ის თეთრ სახლში გასამართ (14 ივნისი) ღონისძიებამდე არ დაბრუნდება.