ხამზატ ჩიმაევი, ალექს პერეირა
Aa
Aa

„თუ კრივით არ გავერთობი, სასურველი მეტოქეა“ - ჩიმაევი პერეირას ითხოვს

UFC-ის საშუალო წონით დივიზიონში მოპოვებული საჩემპიონო ტიტულის შემდეგ, ხამზატ ჩიმაევი თავის მომავალთან დაკავშირებით საკმაოდ ხშირად და აქტიურად საუბრობს, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ ვისთან ჩაატარებს მომდევნო შეხვედრას დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლი. რომელ წონით დივიზიონში არ დაუკონკრეტებია, თუმცა ჩიმაევმა ალექს პერეირასთან დაპირისპირების სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

ხამზატ ჩიმაევი

ჩემს წარსულს თვალი რომ გადავავლოთ, ტრავმები საკმაოდ ხშირად მაწუხებდა, რის გამოც კარიერის დასრულების სურვილი არაერთხელ მქონდა, თუმცა ყოველ ჯერზე ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემმა უფროსმა მეგობარმა, რამზან კადიროვმა გადამაფიქრებინა, რომელიც გამუდმებით მეუბნებოდა, რომ ჩემპიონი აუცილებლად გავხდებოდი.

მეორე ქამრისთვის ბრძოლა ალექს პერეირასთან მსურს. თუ მასთან დგომში ჩხუბით არ გავერთობი, მაშინ „პო ატანი“ ჩემთვის ნამდვილად სასურველი მეტოქე იქნება. რაც შეეხება საშუალო წონით დივიზიონს, იმავოვი, დე რიდერი, ერნანდესი - არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება შემდეგი მოწინააღმდეგე, მთავარია კარგად გადამიხადონ.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს შაბათს, კანადის ქალაქ ვანკუვერში რეინიე დე რიდერის ბრძოლაა ჩანიშნული ბრენდან ალენთან და თუ ის გაიმარჯვებს, როგორც თავად აცხადებს, ხამზატ ჩიმაევთან ქამრისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
50/50-ზე - ჩიმაევმა თოფურიასა და ცარუკიანის პოტენციური ჩხუბი შეაფასა
50/50-ზე - ჩიმაევმა თოფურიასა და ცარუკიანის პოტენციური ჩხუბი შეაფასა