მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„იდეალური იქნებოდა“ - სენდჰეგენმა ომალი გამოიწვია

საჩემპიონო ჩხუბში მერაბ დვალიშვილთან დამარცხებულმა ამერიკელმა მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი შონ ომალი გამოიწვია.

„წაგება არავის უყვარს, თუმცა საერთო ჯამში თავს ნორმალურად ვგრძნობ. წარუმატებლობას ახლა განსხვავებულად ვეგუები. მინდოდა ჩემპიონობა, მაგრამ არ გამოვიდა. სამწუხაროდ, ასეთი რამ ადრეც მომხდარა.

ვფიქრობ, ახლა იდეალური მომენტია იმისათვის, რომ შონ ომალის ვეჩხუბო. არ ვიცი, ჩანიშნული აქვს თუ არა მას მომდევნო ბრძოლა. იდეალური იქნება, ეს ჩხუბი რომ თეთრ სახლში გაიმართება“.

შეგახსენებთ, რომ როგორც ომალიმ, ისე სენდჰეგენმა ბოლო ბრძოლები მერაბ დვალიშვილთან გამართეს. „მანქანამ“ „შუგას“ მახრჩობელა ილეთით, „სენდმენს“ კი მსაჯთა გადაწყვეტილებით მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ დვალიშვილი დეკემბერში ტიტულს კიდევ ერთხელ დაიცავს. პიოტრ იანთან ჩხუბი მერაბისთვის 2025 წელს მეოთხე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლებელია“ | დენა უაითს თოფურიას მომდევნო ბრძოლაზე ჰკითხეს
„შესაძლებელია“ | დენა უაითს თოფურიას მომდევნო ბრძოლაზე ჰკითხეს