ენტონი ედვარდსი, ჯულიუს რენდლი, შეი გილჯეს-ალექსანდერი
Aa
Aa

დომინანტი მეორე ტაიმი | ოკლაჰომამ მინესოტას შანსი არ დაუტოვა

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალში ერთმანეთს „ოკლაჰომა სითი თანდერი“ და „მინესოტა ტიმბერვულვზი“ ხვდებიან. „ოქეისის“ საშინაო კედლების უპირატესობა აქვს, პირველ თამაშში მასპინძელი იყო და „მინესოტას“ შანსი არ დაუტოვა.

შეხვედრა „ტიმბერვულვზის“ უპირატესობით დაიწყო. სტუმრებმა პირველი მეოთხედი 3 ქულით, მეორე კი ერთი ქულით მოიგეს - 48:44. მეორე ნახევარში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. „ოკლაჰომას“ დაცვამ მეტოქეს გასაქანი არ მისცა, შეტევამ კი ფენომენალურად იასპარეზა და საბოლოოდ, „თანდერმა“ 114:88 იმარჯვა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      „ოკლაჰომას“ მხრიდან ყველაზე მეტი, 31 ქულა შეი გილჯეს-ალექსანდერმა ჩააგდო. ჯეილენ უილიამსმა 19 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ჩეტ ჰოლმგრენმა კი 15 ქულა დააგროვა. „მინესოტას“ მხრიდან საუკეთესო ჯულიუს რენდლი იყო - 28 ქულა, 8 მოხსნა. ენტონი ედვარდსმა ტრავმა მიიღო და პარკეტი დატოვა, თუმცა დაბრუნდა და 18 ქულა დააგროვა.

      ცნობისთვის, „ოკლაჰომა“ სერიაში 1:0-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას ისევ საკუთარ კედლებში გამართავს. მატჩი 23 მაისს არის ჩანიშნული.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      როლან გაროსი - ბასილაშვილი კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავიდა
      როლან გაროსი - ბასილაშვილი კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავიდა