როლან გაროსი - ბასილაშვილი კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავიდა
როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის 223-ე ნომერს ნიდერლანდელ ბროუერს დაუპირისპირდა და მარტივად, ორ სეტში 6:3 6:2 დაამარცხა.
პირველი სეტი დაძაბული გამოდგა. ნიკოლოზმა კარგად დაიწყო და მეორე გეიმში მეტოქის ჩაწოდება მოიგო, თუმცა ბროუერმა მეხუთე გეიმში მეოთხე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა.
საბედნიეროდ ბასილაშვილი უფრო კარგად თამაშობდა და მერვე გეიმში ბრეიკი შეასრულა. შემდეგ სეტზე ჩააწოდა და სეტებს შორის დაწინაურდა.
მეორე სეტი გაცილებით მარტივი გამოვიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მესამე და მეშვიდე გეიმში ბრეიკი შეასრულა და მატჩი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ვალენტინ ვაშეროს დაუპირისპირდება.