ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„რატომ ჩარლზი და არა არმანი“ - პოლემიკა თოფურიას მეტოქეებზე

ისლამ მახაჩევის მიერ მსუბუქი წონითი დივიზიონის დატოვებამ UFC 317-ის მთავარ მოვლენად ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ჩხუბი აქცია, სადაც ქართველი „ელ მატადორი“ ცალსახა ფავორიტად მიიჩნევა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სანამ დაღესტნელი ამ თემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ მისი ზედა წონაში ასვლის შემთხვევაში, ილიას ქამრისთვის აუცილებლად ოლივეირასთან უნდა ებრძოლა, რასაც UFC-ის ყოფილი მებრძოლი ჯოშ ტომპსონი კატეგორიულად არ ეთანხმება და ასეთ კომენტარს აკეთებს:

„ძალიან გთხოვთ, გამაგებინეთ, რატომ შეჩერდა არჩევანი ჩარლზ ოლივეირაზე და არა არმან ცარუკიანიაზე? სომეხი ხომ ამ ეტაპზე პირველი პრეტენდენტია. გასაგებია, რომ დენა უაითი ცარუკიანის მიერ UFC 311-ის ღონისძიებიდან ჩახსნამ გაანაწყენა, მაგრამ ახლა როდესაც ისლამმა დივიზიონი დატოვა, ხომ ისედაც ვიცით, რომ მათი ბრძოლა აღარ შედგება. მოკლედ, რაც არ უნდა მოხდეს, მგონია, რომ ილია არმანს მაინც შეხვდება, თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ მაშინ მოუწევს, როდესაც ოლივეირას დაამარცხებს და ქამარს დაიცავს“.

ცნობისათვის, რამდენიმე კვირის წინ არმან ცარუკიანმა UFC-ის ხელმძღვანელების მიმართ საჯაროდ საყვედური არ დამალა იმ ფაქტის გამო, რომ მას ბრძოლის ჩატარებას შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომ მებრძოლებთან სთავაზობენ და დაამატა, რომ მხოლოდ ტოპ-ხუთეულის წარმომადგენელთან დაპირისპირებას დათანხმდება, რადგან თვლის, რომ ის ამას იმსახურებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან რთული მეტოქეა“ | ოლივეირას პირველი კომენტარი ილიასთან ჩხუბზე
„ძალიან რთული მეტოქეა“ | ოლივეირას პირველი კომენტარი ილიასთან ჩხუბზე