ალჯამეინ სტერლინგი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

სტერლინგი: „ისლამი ხაბიბზე მაღლა დგას, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა“

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალჯამეინ სტერლინგმა განაცხადა, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლების რეიტინგში ისლამ მახაჩევი ხაბიბ ნურმაგომედოვზე მაღლა უნდა იდგეს.

„ჩემი აზრით, ისლამ მახაჩევი მსუბუქი წონითი დივიზიონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მებრძოლია. თუ გავითვალისწინებთ მახაჩევის აქტიურობას, ვფიქრობ, მან ხაბიბ ნურმაგომედოვსაც აჯობა.

ვიცი, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ისლამი აქტიური მებრძოლი არაა, მაგრამ ხაბიბს UFC-ში მხოლოდ 13-14 ბრძოლა ჰქონდა, ისლამს კი ხანგრძლივი წაუგებელი სერია აქვს. ისლამმა ტიტულისკენ მიმავალ გზაზე ძლიერი მეტოქეები ჩამოიტოვა და შემდეგ ასევე ძლიერ მებრძოლებთან დაიცვა ქამარი“.

როგორც ცნობილია, ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში გადავიდა, სადაც მისი მეტოქე მოქმედი ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა იქნება.

რაც შეეხება მსუბუქი წონის ვაკანტურ ქამარს, მას 28 ივნისს ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის გამარჯვებული დაეპატრონება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უნივერსიტეტში გამოცდები აქვს | რატომ თქვა პროხაზკამ ჩხუბზე უარი
უნივერსიტეტში გამოცდები აქვს | რატომ თქვა პროხაზკამ ჩხუბზე უარი