მარიამ მურღვლიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია | ძალოსნობა
ალბანეთში 20-წლამდელებს შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე მარიამ მურღვლიანმა (+86 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ძალოსანმა ატაცში 107 კილოგრამი დააფიქსირა, აკვრაში 128 კილოგრამი, ორჭიდის ჯამში კი 235 კილოგრამი მოაგროვა.
მარიამ მურღვლიანმა ქვეყნის სარეკორდი ზღვარი ატაცში 8, აკვრაში 5, ხოლო ორჭიდში 13 კილოგრამით გააუმჯობესა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ (88 კგ) სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა, სამი ოქროს მედალი მოიპოვა გოგა ჯაჯვანმაც (94 კგ). მანუჩარ გოგოხიამ (88 კგ) ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი, გიგა ოდიკაძემ (60 კგ) კი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.
ზურაბ მსხალაძემ (88 კგ) ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა, ნანა ხორავამ (77 კგ) ორი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ასევე ვერცხლის მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი გერვასი თაბაგარმა (94 კგ);