ლევან ოჩიგავა
Aa
Aa

ქართველები ევროპის ძალოსნობის ფედერაციაში - ოჩიგავას და მურადაშვილის აღიარება

ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ასაკობრივი პირველობა საქართველოს დელეგაციისთვის მხოლოდ მაღალი სინჯის მედლების მოპოვებით არ არის გამორჩეული. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისა და ნაკრების წევრებმა ტურნირის მიმდინარეობისას სასიამოვნო სიახლეების შესახებ შეიტყვეს და საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

ცნობილი გახდა, რომ ლევან ოჩიგავა, რომელმაც სამივე დისციპლინაში უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა და რეკორდები დაამყარა, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ათლეტთა კომისიის წევრად აირჩიეს. ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გამგეობის წევრი იქნება რუსუდან მურადაშვილი, რომელიც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციაში 2015 წლიდან მუშაობს, 2019 წლიდან კი გენერალური მდივნის პოსტს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ალბანეთში მიმდინარე ტურნირი 4 ნოემბერს დასრულდება. ამ ეტაპზე კი ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 11 ოქროს, 6 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამი ოქროს მედალი და რეკორდი - ოჩიგავას ტრიუმფი ალბანეთში
სამი ოქროს მედალი და რეკორდი - ოჩიგავას ტრიუმფი ალბანეთში