გოგა ჯაჯვანი
Aa
Aa

სამი ოქროს მედალი - ჯაჯვანი ევროპის ჩემპიონია

ალბანეთში გამართული ევროპის ძალოსანთა 20-წლამდე ჩემპიონატი გოგა ჯაჯვანმა ტრიუმფით დაასრულა. ქართველმა ძალოსანმა, რომელიც 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, სამივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სრულიად დამსახურებულად ავიდა.

ჯაჯვანმა ატაცში 166 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა. რაც შეეხება აკვრასა და ორჭიდის ჯამს, მან 197 და 363 კილოგრამი დააფიქსირა და ორივე დისციპლინაში ჩემპიონის ტიტულის გარდა, რეკორდსმენიც გახდა.

ცნობისათვის, დღეს ჩვენი ქვეყნის სახელით ამავე წონით კატეგორიაში ფიცარნაგზე კიდევ ერთი ძალოსანი გერვასი თაბაგარი გავიდა, რომელიც აკვრაში ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალოსნობა | გიგა ოდიკაძემ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
ძალოსნობა | გიგა ოდიკაძემ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი მოიპოვა