სამი ოქროს მედალი და რეკორდი - ოჩიგავას ტრიუმფი ალბანეთში
ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ ბრწყინვალედ იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ გახოკიძის, მწვრთნელების დავით ხარატაშვილისა და მახლაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით ატაცში 148 / 154 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულთან ერთად ევროპის რეკორდსმენის ტიტულიც გაიფორმა!
ოჩიგავამ აკვრაში დაძლეული 191 კილოგრამით კიდევ 1 ოქროს მედალი მოიპოვა და კვლავ ევროპის რეკორდი დაამყარა.
ასევე სარეკორდო აღმოჩნდა ორჭიდში დაგროვებული 345 კილოგრამიც და ოჩიგავამ მკერდი მესამე ოქროს მედლით დაიმშვენა!
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნების მხარდასაჭერად საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზდენტთან ლაშა ტალახაძესთან ერთად საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილიც იმყოფება.
ავთანდილ გახოკიძე - U20 ნაკრების მთავარი მწვრთნელი
დავით ხარატაშვილი - U20 ნაკრებისა და ოჩიგავას პირადი მწვრთნელი
მალხაზ ლომთაძე - U20 ნაკრების მწვრთნელი
გიორგი ჭინჭარაული - ექიმი რეაბილიტოლოგი