საქართველოს ჰიმნი ააჟღერა - კილაძის ოქროს მედლები
Aa
Aa

საქართველოს ჰიმნი ააჟღერა - კილაძის ოქროს მედლები

კოლუმბიაში მიმდინარე 17-წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებიდან საუკეთესო შედეგი ჯერჯერობით დავით კილაძემ აჩვენა, რომელმაც 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სამი დისციპლინიდან ორში საუკეთესო შედეგს მიაღწია, პლანეტის პირველობის გამარჯვებული გახდა და სამხრეთ ამერიკაში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ტურნირი ტრადიციულად ატაცის შეჯიბრებით დაიწყო, სადაც კილაძემ 126 კილოგრამი დააფიქსირა, საქართველოს რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა და მესამე ადგილი დაიკავა. დავითი უნაკლო იყო აკვრასა და ორჭიდის ჯამში და ორივე შემთხვევაში ოქროს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 153 კილოგრამი დაძლია, ხოლო ორჭიდში 279 კილოგრამი დააფიქსირა და პირველ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის რეკორდი - 2, მეორეში კი 8 კილოგრამით გაზარდა.

ცნობისათვის, საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ამ ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი მედალია - კილაძის ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს გარდა, ჩვენი ქვეყნის გუნდს სამი ბრინჯაოს მედალი გიორგი ქინქლაძემ (65 კგ) მოუტანა. საქართველოს სახელით ტურნირზე კიდევ სამი ძალოსანი, თამაზ მეგრელიშვილი (94 კგ), ნიკოლოზ კურტანიძე (+94 კგ) და ხვიჩა კიწმარიძე (+94 კგ) გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართული ძალოსნობის წინააღმდეგ ვანდალიზმი ხდება“ - ასანიძე მიზეზებზე საუბრობს
„ქართული ძალოსნობის წინააღმდეგ ვანდალიზმი ხდება“ - ასანიძე მიზეზებზე საუბრობს