ვეტერანებშიც მოიგო - ცირეკიძის მორიგი ჩემპიონობა
Aa
Aa

ვეტერანებშიც მოიგო - ცირეკიძის მორიგი ჩემპიონობა

საქართველოს ძალოსნობაში ყოველთვის დიდი ტრადიციები ჰქონდა და სპორტის ამ სახეობაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები საერთაშორისო ტურნირებზე ქართველ გულშემატკივრებს მუდამ ხელშესახები წარმატებებით ანებივრებდნენ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც აქტიურ სპორტში ყოფნისას წარმატებული ძალოსანი იყო, უდავოდ რაულ ცირეკიძეა, რომელმაც ქომაგებს ახლაც დადებითი კუთხით შეახსენა თავი.

ბელგიაში მიმდინარე ვეტერან ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ცირეკიძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. რაულმა ატაცის დისციპლინაში - 126, აკვრაში - 168 კილოგრამი დაძლია, ორჭიდის ჯამში კი თავი 294 კილოგრამს მოუყარა. შედეგად, სამივე დისციპლინაში ცირეკიძემ მედალი მოიპოვა და თუ ატაცში ვერცხლის პრიზიორობას დასჯერდა, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქრო არავის დაუთმო.

შეგახსენებთ, რომ რაულ ცირეკიძემ კარიერის მანძილზე საუკეთესო შედეგი 2012 წელს აჩვენა, როდესაც ევროპის ჩემპიონი გახდა, კიდევ სამ შემთხვევაში კი, კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნიჭი მთავარი არ არის, მთავარია ფიცარნაგზე რას გააკეთებთ“ - ტალახაძის რჩევა ახალგაზრდებს
„ნიჭი მთავარი არ არის, მთავარია ფიცარნაგზე რას გააკეთებთ“ - ტალახაძის რჩევა ახალგაზრდებს