პარასპორტსმენების 9 მედალი - უსინათლო ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

პარასპორტსმენების 9 მედალი - უსინათლო ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი

თურქეთის ქალაქ მერსინში გამართული უსინათლო ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა წოლჭიმსა და სამჭიდში საერთო ჯამში 9 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 2 ოქროს, 4 ვერცხლის, 3 კი ბრინჯაოსი იყო.

საუკეთესო შედეგი მირიან ოგნაძემ (+125 კგ) აჩვენა, რომელმაც წოლჭიმში -185, ხოლო სამი მისვლის ჯამში 625 კილოგრამი დაძლია და ორივე დისციპლინაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გიორგი მაისურაძე როგორც წოლჭიმში (155 კგ), ასევე სამჭიდის ჯამში (535 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, ხოლო 75 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გიორგი ბასილაშვილმაც მის მსგავსად ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა და წოლჭიმში - 87, სამჭიდში კი 447 კილოგრამი დაძლია.

რაც შეეხება კიდევ სამ ბრინჯაოს მედალს, გიორგი გიგაურმა (-56 კგ) საპრიზო მესამე ადგილი წოლჭიმსა (68 კგ) და სამი მისვლის ჯამში (308 კგ) ნაჩვენები, ხოლო ზაზა მარტიაშვილმა მხოლოდ წოლჭიმში დაფიქსირებული შედეგით დაიკავა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მსოფლიო თასი პარაძიუდოში - რევაზ ჩიკოიძე ჩემპიონია
    მსოფლიო თასი პარაძიუდოში - რევაზ ჩიკოიძე ჩემპიონია