გაუმჯობესებული რეკორდები - ქინქლაძის სამი ბრინჯაო
Aa
Aa

გაუმჯობესებული რეკორდები - ქინქლაძის სამი ბრინჯაო

კოლუმბიაში მიმდინარე 17-წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას პირველი მედლები გიორგი ქინქლაძემ მოუტანა, რომელიც 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მთავარი მწვრთნელის ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ასპარეზობდა და მისი ექვსივე მისვლა წარმატებული აღმოჩნდა.

ატაცში ქინქლაძემ - 120 კილოგრამი, აკვრაში - 144, ხოლო ორჭიდის ჯამში 264 კილოგრამი დაძლია, რის შედეგადაც სამივე დისციპლინაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გიორგი ამით არ შემოფარგლულა და ასევე სამივე დისციპლინაში საქართველოს რეკორდები გააუმჯობესა - ატაცში - 4, აკვრაში - 2, ხოლო ორჭიდში 7 კილოგრამით, რითაც მიღწეულ წარმატებას კიდევ უფრო მეტი ელფერი შესძინა.

ცნობისათვის, დღეს, საქართველოს დროით ღამის თორმეტი საათიდან ფიცარნაგზე დავით კილაძე გავა, რომელიც წარმატების მიღწევას 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეეცდება. მის გარდა კი, ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატზე კიდევ ოთხი ძალოსანი, ლადო ძიმცეიშვილი (88 კგ), თამაზ მეგრელიშვილი (94 კგ), ნიკოლოზ კურტანიძე (+94 კგ) და ხვიჩა კიწმარიძე (+94 კგ) იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართული ძალოსნობის წინააღმდეგ ვანდალიზმი ხდება“ - ასანიძე მიზეზებზე საუბრობს
„ქართული ძალოსნობის წინააღმდეგ ვანდალიზმი ხდება“ - ასანიძე მიზეზებზე საუბრობს