გიორგი ჯაბნიაშვილი
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ! - 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა 23-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდი ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

თავისი შეხვედრები გიორგი ჯაბნიაშვილმა, შალვა გურეშიძემ და გიორგი ტერაშვილმა მოიგეს, ჩემპიონის გამოსავლენად კი ოქროს ბრძოლა გახდა საჭირო, რომელიც კენჭისყრის შედეგად გიორგი ტერაშვილს ერგო.

ქართველმა ძიუდოისტმა შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ტერაშვილმა ფრანგი ძიუდოისტი გადამწყვეტი შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წამში დააგდო და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

ტერაშვილის საჩემპიონო გდება:

ფინალამდე, 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრებმა ნახევარფინალში თურქეთს 4:1 აჯობა, მანამდე კი 1/4 ფინალში რუმინეთი გამოთიშა ასპარეზობას - 4:2.

ინდივიდუალურ ჩათვლაში ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი -90 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილი გახდა. ვერცხლის მედლები -60 და -73 კილოგრამებში მათე გოგობერიშვილმა და მათე ბერუაშვილმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს -81 კგ. წონით კატეგორიაში კოტე კაპანაძე და +100 კგ. წონით კატეგორიაში შალვა გურეშიძე დასჯერდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძიუდო | 23-წლამდელთა შორის გიორგი ჯაბნიაშვილი ევროპის ჩემპიონია
ძიუდო | 23-წლამდელთა შორის გიორგი ჯაბნიაშვილი ევროპის ჩემპიონია