2 ოქროს მედალი | ქართველების გამოსვლა პარა ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე
Aa
Aa

2 ოქროს მედალი | ქართველების გამოსვლა პარა ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე

პარა ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ 2 ოქროს მედალი მოიპოვა. საბა ბაღდავაძემ ფინალში ბრაზილიელი ჟერონიმო სილვა დაამარცხა.

როგორც საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, უსინათლოთა შორის (კატეგორია J1) საბას მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოსთვის პირველი მედალია.

ბაღდავაძის გამარჯვება ფინალში

 

პარა ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი ოქროს მედალი მოვიპოვეთ, გიორგი ქალდანმა ( - 70 კგ.) ბრწყინვალედ იასპარეზა, ბაღდავაძის მსგავსად ფინალში მეტოქე იპონით დაამარცხა. მან იაპონელ საკურაის აჯობა.

ქალდანის გამარჯვება ფინალში

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები