ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

პრაღის ჩელენჯერი - ბასილაშვილი 1/8-ფინალში გავიდა

პრაღის ჩელენჯერის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის 548-ე ნომერს ანტუან კორნატს დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:2 1:6 6:4 დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი თითქმის იდეალურად ჩაატარა. მეტოქის 3 ჩაწოდება მოიგო, თუმცა თავისი ერთი დათმო, მაგრამ სეტი მაინც მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ამის შემდეგ, ყველაფერი გართულდა. ფრანგმა ჩოგბურთელმა ბასილაშვილის ყველა ჩაწოდება მოიგო და შანსი არ დაუტოვა.

დისაიდერში ფრანგი შედარებით უკეთესი იყო. ბრეიკით იგებდა, მაგრამ მეხუთე გეიმში ნიკოლოზმა წონასწორობა აღადგინა. მე-9 გეიმში ბასილაშვილმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, მატჩზე ჩააწოდა და მოიგო.

შეგახსენებთ, რომ პრაღის ჩელენჯერის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი კუმსტატსა და მიშოლიჩს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
W50 ლოპოტაში | ეკო გორგოძე ტურნირის გამარჯვებული გახდა
W50 ლოპოტაში | ეკო გორგოძე ტურნირის გამარჯვებული გახდა