ინტერი
Aa
Aa

გრანდიოზული ბონუსები - ინტერი ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევს

2024-25 წლების ევროპული საკლუბო ფეხბურთის კულმინაცია 31 მაისს, მიუნხენში შედგება, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელია მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.

ამ მატჩისთვის როგორც პარიზული გუნდი, ისე „ნერაძურიც“ განსაკუთრებულად ემზადება. ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ მილანური კლუბის პრეზიდენტი ფეხბურთელებს ტურნირის მოგების შემთხვევაში გრანდიოზულ ბონუსებს დაჰპირდა, რაც გუნდს დამატებით მოტივაციას მისცემს.

Gazzetta-ს ინფორმაციით, „ინტერის“ მფლობელი მზადაა 10 მილიონი ევროს რაოდენობის ბონუსი გამოყოს, რომელიც ყველა ფეხბურთელზე თანაბრად გადანაწილდება. საშუალოდ, თითოეულ მოთამაშეს 400 ათასამდე ევრო შეხვდება. ასევე, საგულისხმოა, რომ ფინალში გასვლისთვის „ინტერმა“ უეფასგან უკვე მიიღო 3 მილიონი ევრო და როგორც იწერება, ეს თანხა ფეხბურთელებს უკვე დაურიგდათ.

ბონუს სისტემაში მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - შესაძლოა, კლუბის მფლობელს ბონუსების დარიგება საკუთარი ჯიბიდან საერთოდ არ მოუწიოს. ფინალში გამარჯვების შემთხვევაში „ინტერი“ უეფასგან 6.5 მილიონ ევროს მიიღებს და სუპერთასზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, საიდანაც კიდევ 4 მილიონი ევრო ეკუთვნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები