პედი პიმბლეტი
Aa
Aa

პიმბლეტს სურს, რომ ოქტომბერში იჩხუბოს

მსუბუქ წონაში UFC-ს ბრიტანელმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა, რომელიც ამჟამად რეიტინგის მე-8 ნომერია, განაცხადა, რომ ოქტომბერში ჩხუბი სურს.

„ჯერ კიდევ ჩენდლერთან ჩხუბამდე, მე ოქტომბერში, აბუ-დაბიში გამოსვლას ვაპირებდი. UFC მანდ ყოველ წელს მართავს შოუს და ყოველთვის ვოცნებობდი იქ ჩხუბზე. ვფიქრობ, იდეალური დროა დასაბრუნებლად“, - თქვა „ბედიმ“ თავის იუთუბ-არხზე.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის პიმბლეტმა მარტში, UFC 313-ზე, მაიკლ ჩენდლერი მესამე რაუნდში დააფინიშა და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

ორთაბრძოლის შემდეგ, პედიმ ჯასტინ გეიჯი, ჩარლზ ოლივეირა, დასტინ პორიე და არმან ცარუკიანი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთ-ერთი უნივერსალური მებრძოლია“ - მენდესმა მახაჩევზე ილაპარაკა
„ერთ-ერთი უნივერსალური მებრძოლია“ - მენდესმა მახაჩევზე ილაპარაკა