იშტვან კოვაჩი
Aa
Aa

ცნობილია, ვინ იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი

UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯები დაასახელა. ორგანიზაციის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 31 მაისს პსჟ-სა და „ინტერის“ მატჩს 40 წლის რუმინელი რეფერი, იშტვან კოვაჩი წაუძღვება.

მისი ასისტენტები კი ასევე რუმინელები მიჰაი მარიკა და ფერენჩ ტუნიოგი იქნებიან. მეოთხე მსაჯი პორტუგალიელი ჟოაო პედრო სილვა პინიეირო იქნება, VAR-ზე კი ნიდერლანდელი დენის იოჰამ ჰაიგლერი იმუშავებს.

ცნობისთვის, იშტვან კოვაჩს კარიერაში 557 მატჩზე აქვს ნამუშევარი, ამ პერიოდის განმავლობაში კი 2939 ყვითელი ბარათი აქვს ნაჩვენები, ასევე 87-ჯერ პირდაპირ უჩვენა წითელი ბარათი და 107-ჯერ მეორე ყვითელი ბარათის შემდეგ გააძევა ფეხბურთელი.

40 წლის მსაჯმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრა იმსაჯა, სადაც 20 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენა ფეხბურთელებს. კოვაჩმა ამ სეზონში პსჟ-ის ორ შეხვედრაშიც იმუშავა - 26 ნოემბერს, ლიგის ფაზაზე პსჟ-სა და „ბაიერნის“ დაპირისპირებაზე, რომელიც მიუნხენელებმა 1:0 მოიგეს და 1/4 ფინალში „ლივერპულთან“ საპასუხო შეხვედრაში, რომელიც პარიზულმა გუნდმა ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები 1:0 მოიგო, პენალტების სერიაში კი 5:1 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს პსჟ და „ინტერი“ დაუპირისპირდებიან, 31 მაისს, მიუნხენში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები