ხულიან ალვარესი
Aa
Aa

მიზეზად ავადმყოფობა დაასახელა - ალვარესი ატლეტიკოს ვარჯიშზე არ გამოცხადდა

Marca-ს ცნობით, ხულიან ალვარესმა „ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ, გუნდის პირველივე ვარჯიში გამოტოვა. როგორც გამოცემა წერს, არგენტინელმა ფეხბურთელმა ვარჯიშის გაცდენის მიზეზად ავადმყოფობა მოიმიზეზა.

თუმცა, მედიაში იწერება, რომ ვარჯიშის გამოტოვების რეალური მიზეზი პროტესტია, რომელიც ალვარესს მადრიდული კლუბის მიმართ აქვს.

მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ალვარესმა „ატლეტიკოს“ დატოვების სურვილის შესახებ საჯაროდ განაცხადა. მოგვიანებით ხულიანმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ „ბარსელონაში“ გადასვლა სურს, ასევე ცნობილია ფორვარდის მიმართ „არსენალის“ ინტერესის შესახებაც.

ლა ლიგის მეორე ტურში, „ვილიარეალის“ წინააღდმეგ ხულიან ალვარესს გულშემატკივრები გამაყრუებელი სტვენითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ.

ბოლო ცნობებით, მადრიდული კლუბი მზადაა, 150 მილიონი ევროდან დაწყებული შეთავაზებები განიხილოს, ამასთან, ალვარესის "ბარსელონაში" ან "რეალში" გაყიდვა გამორიცხულია.

მოსალოდნელია, რომ ალვარესი „ატლეტიკოში“ სულ მცირე ზამთრამდე დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აშკარა შეცდომა“ - მსაჯთა კომიტეტი მიქაუტაძე-ლე ნორმანის ეპიზოდზე
„აშკარა შეცდომა“ - მსაჯთა კომიტეტი მიქაუტაძე-ლე ნორმანის ეპიზოდზე