იანიკ სინერი
Aa
Aa

ბრუნდება - იანიკ სინერი რომის მასტერსზე ითამაშებს

საჩოგბურთო სამყაროს იანიკ სინერი უბრუნდება. იტალიელი ჩოგბურთელი სამშობლოში, რომის მასტერსზე ითამაშებს.

მისი მოწინააღმდეგე მარიანო ნავონესა და ფედერიკო ცინას შორის გამარჯვებული იქნება. ა

შეგახსენებთ, რომ სინერმა დოპინგ ტესტის ჩაგდების გამო რამდენიმე თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, თუმცა მიუხედავად ამისა, იტალიელი მაინც მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.

ამ მომენტისთვის, სინერი ATP რეიტინგს 9740 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ კარლოს ალკარასს 1880 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ სინერის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება კლოსტებოლი 1 წლის წინ აღმოაჩინეს, თუმცა დისკვალიფიკაცია მიმდინარე წელს შეუფარდეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორივე გენიოსია, თუმცა... - ალკარასი-სინერის საინტერესო შედარება
ორივე გენიოსია, თუმცა... - ალკარასი-სინერის საინტერესო შედარება