გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი, პაულო პეზოლანო
Aa
Aa

ახალი მწვრთნელი დანიშნეს - ცნობილია ვინ გაწვრთნის ჩაკვეტაძის უოტფორდს

როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, უოტფორდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტომ ქლევერლი დაითხოვეს.

დღეს კი ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნება უოტფორდის და გიორგი ჩაკვეტაძის ახალი მთავარი მწვრთნელი.

ინგლისურმა გუნდმა პაულო პეზოლანო ოფიციალურად წარადგინა. 42 წლის სპეციალისტი საქმეს ხვალიდან შეუდგება.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

„პაულოს ახალგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობის შთამბეჭდავი ისტორია აქვს. ეს კი ჩვენი გუნდის ასაკობრივი პროფილის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია. მას თითქმის ყველა კლუბში ჰქონდა წარმატება.”

შეგახსენებთ, რომ 42 წლის ურუგვაელი სხვადასხვა დროს კრუზეიროს, პაჩუკას, ტორკეს და ვალიადოლიდს წვრთნიდა.

ასევე შეგახსენებთ, ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძე დიდი ხანია გუნდს ვერ ეხმარება. მისი დაბრუნება ივნისის სანაკრებო მატჩების დროს იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიევში არ დაბრუნდება | სად გააგრძელებს კარიერას წიტაიშვილი
კიევში არ დაბრუნდება | სად გააგრძელებს კარიერას წიტაიშვილი